Category Archives: ლექსები

სინოფსისი

ასე მთავრდება წუთისოფელი ასე მთავრდება წუთისოფელი ასე მთავრდება წუთისოფელი არა კუბოზე მიწის გრუხუნით არამედ – იქვე მდგომთა ზლუქუნით. თომას ელიოტი დაფეხმძიმდა და მკითხავთან წავიდა,  რომელმაც თვალები დახუჭა და მიახალა: – ბავშვი ავადმყოფი დაიბადება, დაბადებისთანავე თუ არ მოკვდა,თორმეტი წლისა მოიწამლება ვეღარაფერი … Continue reading

Posted in ლექსები | Tagged , | დატოვე კომენტარი

***

ისინი მხოლოდ ჩემი ხორცით იკვებებიან ყოველდღე თითო ნაჭერს მაჭრიან და გემრიელად აზავებენ… ხან  შეუძლიათ უმადაც მძიძგნონ. ისინი მხოლოდ ჩემი სისხლში ბანაობენ ჩემი თბილი სისხლით სავსე აბაზანაში… ისინი მხოლოდ ჩემს ნაწლავებს იყენებენ  სამკაულებად მაჯებზე… ყელზე…. ისინი  მარტო ჩემს ცრემლებს სვამენ მლაშე … Continue reading

Posted in ლექსები | დატოვე კომენტარი

არდაბადების სიხარული

არაფერში ხარ არ ხარ და არც არავინ გეუბნება რომ არავინ ხარ არ გაქვს დანაღმული სურვილები არც სამყაროს დანაღმვის სურვილი არც ცურვა იცი არც ინგლისური ხარ და არც ხარ არც არავინ გაიძულებს იყო იქ სადაც არყოფნა გინდა არც არავინ გაიძულებს აკეთო … Continue reading

Posted in ლექსები | Tagged , | 1 კომენტარი

ის

ის ბევრს ფიქრობს, მერე ამ ფიქრებს   შპრიცებში ათავსებს და დიაგნოზდასმული  პაციენტების ვენებში უშვებს. მძიმე საქმეა, თუმცა ღირს იმად, რა შედეგსაც მოიმკის ხოლმე: დაინფიცირებულები  ფიქრს იწყებენ! სანამ ინექცია მოქმედებს მის  ფიქრებს ფიქრობენ, მერე საკუთარიც უჩნდებათ… აი მაშინ კი ეწყება ტკბობა…: -„სასაცილონი … Continue reading

Posted in ლექსები | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

კოქტეილი

ყოველ დილით, სახლიდან გასვლისას, ვაკეთებ კოქტეილს: ცოტა ნავთი, ცოტა ალკოჰოლი, ჩვარი, მინის ბოთლი… გავდივარ გარეთ და სადღაც შუადღისას ფეთქდება… ქუჩის მტვერი, ჭუჭყი, ჭადრის ფოთლები, მოკუჭული ქაღალდები და ჩემი სხეულის ნაწილები, ერთმანეთში იზილებიან. ტვინი შხეფებად აჩნდება ვარდისფერ ცელოფნებს… სისხლი ყავისფერ ბლანტ … Continue reading

Posted in ლექსები | დატოვე კომენტარი

მარკეტინგი

ვყიდი ვარცხნილობას ვყიდი ფრჩხილებს ვყიდი წამწამებს ვყიდი სექსუალურ მზერას ვყიდი მხიარულ მზერას ვყიდი ბედნიერ მზერას ვყიდი იმ წიგნებს, რომელიც როდესმე წამიკითხავს ვყიდი იმ ფილმებს რომელიც როდესმე მინახავს ვყიდი იმ მუსიკას რომელიც ოდესმე მომისმენია ვყიდი მანერებს ვყიდი ხმას ვყიდი საკუთარ უბედურებას … Continue reading

Posted in ლექსები | Tagged | დატოვე კომენტარი

WTF?:)

Posted in ლექსები | Tagged | დატოვე კომენტარი

დავაღრჩვე , საკუთარი ხელით, ყელში მაგრად წავუჭირე და სანამ სიტყვის თქმას მოასწრებდა მანამდე გავგუდე. თმებზე შევიმშრალე პირიდან გადმოსული სისხლით გალუმპული ხელები „როგორ დაგემსგავსე ძვირფასო“ წავედი ახლა გავაგრძელებ ოცი წლის წინ დაწყებული ნახატის ხატვას…

Posted on by uklebalia | დატოვე კომენტარი

შენს დიდ ოთახში სიცივეა… ვზივართ საწოლზე და ლეპტოპში ვუსმენთ მუსიკას, ან არ ვუსმენთ, არა, არ ვუსმენთ, ანდა მარტო იმისთვის ვუსმენთ, რომ სიშორე არ გახდეს ცხადი. შენი ბრალი არაფერია… ორივენ ვიცით, აქ ჰაერიც არ არის ჩემი, არათუ ნივთი, არათუ მზერა, არათუ … Continue reading

Posted on by uklebalia | დატოვე კომენტარი

აქ სიბნელეა და სველი,ლორწოვანი  კედლები ამღვრეულ წყალში მოკუნტული ვწევარ აქ არაფერი ხდება უკვე წლებია აქ მხოლოდ მოლოდინია სიჩუმე და მოლოდინი … დაბადების.

Posted on by uklebalia | დატოვე კომენტარი