შენს დიდ ოთახში სიცივეა…

ვზივართ საწოლზე და ლეპტოპში ვუსმენთ მუსიკას,

ან არ ვუსმენთ,

არა, არ ვუსმენთ,

ანდა მარტო იმისთვის ვუსმენთ,

რომ სიშორე არ გახდეს ცხადი.

შენი ბრალი არაფერია…

ორივენ ვიცით, აქ ჰაერიც არ არის ჩემი,

არათუ ნივთი, არათუ მზერა, არათუ შენ…

სიშორე სიახლოვეა,

სიახლოვე-სიშორე

ჩვენს შემთხვევაში.

Posted on by uklebalia | დატოვე კომენტარი

აქ სიბნელეა და სველი,ლორწოვანი  კედლები

ამღვრეულ წყალში მოკუნტული ვწევარ

აქ არაფერი ხდება

უკვე წლებია

აქ მხოლოდ მოლოდინია

სიჩუმე და მოლოდინი … დაბადების.

Posted on by uklebalia | დატოვე კომენტარი

დედა, მე დიდი ხანია სახლს აღარ ვალაგებ,

სრულიად შიშველი ვიძინებ

და ღმერთისაც აღარ მწამს.

დედა, მე  დავიღალე და ფერებს ვეღარ ვარჩევ

ვეღარც ხასიათს ვურჩევ მეზობლებს.

დედა, შენი სურათი ჩამოვხსენი უკვე კედლიდან

და იქ ახლა ემი ვაინჰაუზის ფოტო ჰკიდია.

დედა, გამომართვი დანა, გაჭერი თოკი

შენს მეტი ამას ვინ გააკეთებს.

დედა, სულ ტყუილად გტკივა ჩემი სხეული,

ნუ გტკივა დე.

მე კარგად ვარ.

Posted on by uklebalia | დატოვე კომენტარი

დიდი ხანია მდინარესთან ვზივარ…

ბედნიერიც ვარ,

მდინარესთან ჯდომა შევძელი.

არც მუსიკის მოსმენა მინდა

არც შენი,

არც სხვა ხმაურის.

სიჩუმე მასწავლის ლაპარაკს…

მდინარესთან,

რომელმაც შენი გვამი უნდა ჩამოატაროს.

Posted on by uklebalia | დატოვე კომენტარი

კანალიზაციის ხუფებზე ფეხის შედგმა,

როგორც გადარჩენა.როგორც სუიციდი,

ერთწამიანი ვნება…

თუ გადავრჩები

მომდევნო ჭამდე  ყველაფერი გარკვეულია.

ნელ- ნელა ვიგონებთ  გაცილებით დაცულ ხუფებს…

და  ასაკთან ერთად ჩავარდნის რისკიც მცირდება.

Posted on by uklebalia | დატოვე კომენტარი

ბუშტები

Posted in ნახატები | Tagged , | დატოვე კომენტარი

ხელი

Posted in ნახატები | Tagged , , | დატოვე კომენტარი

:)

:)

Posted in ნახატები | დატოვე კომენტარი

მოლოდინი საშოში

მოლოდინი საშოში

Posted in ნახატები | Tagged , | დატოვე კომენტარი

ქორწილი

ქორწილი

Posted in ნახატები | Tagged , | დატოვე კომენტარი